დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის # 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016264 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.01.2017, №190020020.35.159.016250) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბიუჯეტის №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
". |
2.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
". |
3.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
". |
4.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ; |
ა)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა
|
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება
". |
5.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
". |
6.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ, სოფლების – თამარისის, თაქალოს, ქუთლიარის, ბაიდარის, მუღალნოს, სადახლოს, კაჩაგანის, კაპანახჩის, ალგეთის, შაუმიანის, პირველი ქესალოს, მეორე ქესალოს, ხანჯიგაზლოს, წერაქვის, ნორგიულის, ბეგლიარის,ზემო სალარის, ზემო ყულარის, წერეთლის, აღმამედლოს, დამია-გეურახის, ახლო-ლალოს, ლეჟბადინის, ქეშალოს შიდა გზების რეაბილიტაცია, კასუმლოში საგზაო ნიშნების შემაკავებელი ბარიერების დაყენება, არაფლოში, სადგურ სადახლოში, იმირჭალაში, სიონში,მარადისში, სვანების დასახლებაში და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ყიზლაჯლოში სკოლის გარშემო ასფალტის დაგება, ცოფში ავტობუსების მოსაცდელების მოწყობა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად, სოფლებში: თამარისი–170,8 ათ.ლარი, თაქალო–137,2 ათ.ლარი,სადახლო–189,6 ათ.ლარი, კაჩაგანი–164,0 ათ.ლარი, კაპანახჩი–161,6 ათ.ლარი, ალგეთი–217,9 ათ.ლარი, შაუმიანი–182,4 ათ.ლარი, პირველი ქესალო–138,1 ათ.ლარი,მეორე ქესალო–137,7 ათ.ლარი, ქეშალო–162,0 ათ.ლარი, ხანჯიგაზლო–138,3 ათ.ლარი, არაფლო–395,3 ათ.ლარი, სიონი–50,5 ათ.ლარი, წერაქვი–125,1 ათ.ლარი, ნორგიული–152,0 ათ.ლარი, ბეგლიარი–69,9 ათ.ლარი, სულ 2592,4 ათ. ლარი. 7,1 ათ. ლარი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №78 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, მიღებული ტრანსფერის ნაშთი გათვალისწინებულია სოფელ შაუმიანში ხიდის რეაბილიტაციისათვის.“. |
7.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სოფლებში – ლეჟბადინში, ბაიდარში მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები; ქ. მარნეულში მდინარე ალგეთზე დაგეგმილია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და რუსთაველის ქ.№7-ის მე-8, ჩიხში და სოფელ ბეითარაბჩიში სარწყავი სისტემის მოწყობა მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით.“ |
8.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ საიმერლოსა და სადახლოში საბავშვო ბაღის მშენებლობა; სოფელ შაუმიანის საბავშვო ბაღის დარბაზის კეთილმოწყობა, ბაღებში ატრაქციონების მოწყობა და ავეჯის შეძენა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ტრანსფერიდან დარჩენილი თანხა, 456,0 ათასი ლარი, მოხმარდება სოფელ ალგეთის საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას.“ . |
9.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) სპორტული ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებში – მარადისში, კასუმლოში, თაქალოში, ხულდარში და ალავარში სპორტული მოედნებისა და დარბაზების მოწყობა- რეაბილიტაცია.“ . |
10.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები