დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის N160/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480180000.22.022.017305 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის №160/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 18 დეკემბრის N160/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2014, 480180000.22.022.016895) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:
„10. დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი: ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას; ბ) დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბ.ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ.ბ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი; ბ.გ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 2 წელი; ბ.დ) პროექტების მართვის გამოცდილება; ბ.ე) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 1 წელი; ბ.ვ) უცხოური ენის (ინგლისური/ რუსული) კარგად ცოდნა; ბ.ზ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ბ.თ) სასურველია: ბ.თ.ა) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; ბ.თ.ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება; გ) დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: გ.ა) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; გ.ბ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; გ.გ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ.დ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; გ.ე) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №170/ნ ბრძანება; დ) დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ აქტებს: დ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; დ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ.ე) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; დ.ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ. 11. დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს სპეციალისტი (შემდგომში – სპეციალისტი); ა) კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. ბ) სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბ.ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ბ.ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა; ბ.გ) უპირატესობა მიენიჭება პირს: ბ.გ.ა) რომელიც ფლობს უცხო ენებს (ინგლისური, რუსული); ბ.გ.ბ) რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება. გ) სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; გ.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ.დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.ე) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.ვ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება; გ.ზ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №170/ნ ბრძანება; გ.თ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“; გ.ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები