2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 131
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.019840
2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2017 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ

მუხლი 1
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების მიზნით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ბ1“ და „გ3“ ქვეპუნქტების, 801 მუხლის მე-2 პუნქტის, 81-ე მუხლის 23 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. 2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს  2 000 000 (ორი მილიონი)  ლარით.

3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების  სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარით.

4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 801 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით.

5. 2017-2018 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

6.  2017-2018 სასწავლო წლისათვის:

ა) განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:

ა.ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);

ა.ბ) ჯანდაცვა;

ა.გ) ჰუმანიტარული;

ა.დ) ხელოვნება;

ა.ე) აგრარული;

ა.ვ) განათლება;

ა.ზ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);

ა.თ) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);

ა.ი) სამართალი;

ა.კ) მათემატიკა და ფიზიკა;

ა.ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიები;

ა.მ) ბიზნესი და ეკონომიკა;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 39,96% (799 200 (შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ორასი) ლარი) თანაბრად განაწილდეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე.

7. 2017-2018 სასწავლო წლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 60,04% (1 200 800 (ერთი მილიონ ორასი ათას რვაასი) ლარი) განაწილდეს ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

ა) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;

გ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;

დ) განათლება − 6,07%;

ე) ჰუმანიტარული − 6,07%;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;

ზ) ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;

თ) სამართალი − 3,07%;

ი) მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;

კ) აგრარული − 2,17%;

ლ) ჯანდაცვა − 1,17%;

მ) ხელოვნება − 0,67%.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანხა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით განაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულებისა და ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების, მათ შორის, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მიხედვით რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში უმაღლესი ქულების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატებზე.

9. იმ მაგისტრანტობის კანდიდატზე/კანდიდატებზე, რომელსაც/რომელთაც ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლების ფარგლებში ამავე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სიებში აქვს/აქვთ ქულა/თანაბარი ქულები და ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით განსაზღვრული თანხის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განაწილების შემდეგ დარჩენილი ოდენობა მისი/ყველა მათგანის დაფინანსებისათვის საკმარისი არ არის, დაფინანსება აღარ განაწილდება.

10. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანხის განაწილების შედეგად და ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დარჩენილი თანხის საერთო ოდენობა, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის დაცვით, განაწილდება იმ მაგისტრანტობის კანდიდატზე/კანდიდატებზე, რომელსაც/რომლებსაც რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში უმაღლესი ქულა აქვს/აქვთ და რომელზეც/რომლებზეც ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსება არ განაწილდა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების დროს დარჩენილი თანხის ის ოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის რომელიმე პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატის/კანდიდატების დასაფინანსებლად, შეივსება იმ ოდენობამდე, რომელიც საკმარისია მხოლოდ ამ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატის/ მაგისტრანტობის კანდიდატების დასაფინანსებლად.

12. თანხის ის ოდენობა, რომელიც დარჩა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ყველა მაგისტრანტობის კანდიდატის დაფინანსების შემდეგ, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობის დაცვით განაწილდება იმ მაგისტრანტობის კანდიდატზე/კანდიდატებზე, რომელსაც/რომლებსაც რანჟირებულ მაგისტრანტობის კანდიდატთა სიებში უმაღლესი ქულა აქვს/აქვთ და რომელზეც/რომლებზეც ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაფინანსება არ განაწილდა.

13.  ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული განაწილების დროს დარჩენილი თანხის ის ოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის რომელიმე პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატის/კანდიდატების დასაფინანსებლად, შეივსება ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული წესით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.