დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.10.003.019838 |
|
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/09/2014, 010320000.10.003.018196) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ (დანართი №1) 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30 1. მთავარი საჯარო თანამდებობა: ა) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე; ბ) დეპარტამენტის უფროსი.
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი; ბ) სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე; გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; დ) სამმართველოს უფროსი; ე) საქმეთა მმართველი; ვ) მთავარი ბუღალტერი.
3. უფროსი საჯარო თანამდებობა: ა) სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე; ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე; გ) სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი; დ) იურისტი; ე) მთავარი მრჩეველი; ვ) სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.
4. უმცროსი საჯარო თანამდებობა: ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი; ბ) მრჩეველი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები