„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017307
53/ნ
16/03/2017
ვებგვერდი, 17/03/2017
430210000.22.022.017307
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №53/ნ

2017 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2013; სარეგისტრაციო კოდი:  430210000.22.022.016653) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აგრეთვე დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება;“;

ბ) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს), ერთობლივ აკადემიურ ხარისხსა და კვალიფიკაციას;“;

გ)  მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის1“ ქვეპუნქტი:

„ა1) საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის (გარდა ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) შექმნა, რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით. ფაკულტეტი და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი რეორგანიზაცია და გაუქმება ხორციელდება აკადემიური საბჭოს წარდგინების საფუძველზე, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია:

ა) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო;

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უნივერსიტეტის, ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების წესები განისაზღვრება „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულებით (შემდგომში არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება), რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).“. 

4. მე-6 მუხლის „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, აკადემიურ თავისუფლებას, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში;

გ) აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების კონტროლის პროცესში;“.

5. მე-7 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა ოთხი წლის ვადით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ყოველ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს (გარდა ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მაინც.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტის წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.“; 

დ) მე-7 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

6. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს:

ა) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) უფლებამოსილების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას, აგრეთვე, უფლებამოსილების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას  ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პირის დანიშვნის შესახებ, შესაბამის თანამდებობაზე პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნამდე;“;

ბ) „რ3ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის4- 9 ქვეპუნქტები:

„რ4) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

5) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

6) განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს) დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

7) უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;

8) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;

9) განსაზღვრავს  კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში პოსტდოქტორანტის დასაქმების წესს;“.

7. მე-11 მუხლის პირველ პუნქტის  „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1და2“ ქვეპუნქტები:

„ნ1)  აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

2) უფლებამოსილების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას, შესაბამის თანამდებობაზე პირის კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნამდე;“.

8. მე-12  მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

9. მე-14  მუხლის  მე-6  პუნქტის  „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1“ ქვეპუნქტი:

 „ბ1) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;“.

10. მე-16 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის (სენატისათვის) წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) მიერ უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას;“.

11. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აკადემიური საბჭოს წარდგინებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო.“;

ბ) მე-6  პუნქტის  „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსისდა „ზ“ ქვეპუნქტები:

 „ვ) კვლევის ხარისხის მაღალ დონეს კვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვით;

ზ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა) უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის შემუშავებას და აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას.“.

12. მე-18 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფაკულტეტის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის ადმინისტრაცია, სასწავლო (აკადემიური დეპარტამენტი, კათედრა, კოლეჯი და სხვა), სამეცნიერო-კვლევითი (სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა), დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, აგრეთვე ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულების (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) დებულებებს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.“.

13. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი, ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.“.

14. მე-20  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1“-„4“ ქვეპუნქტები:

„თ1) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს;

2) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

3) ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

4) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;“.

15. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზურნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო ოთხი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას აფასებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო.“.

16. 26-ე მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სადისერტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით უნივერსიტეტში ან ფაკულტეტზე.  სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ფაკულტეტის საბჭოს/საბჭოებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

 „31. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭო შეიძლება შედგებოდეს უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლისაგან, ან უნივერსიტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის პროფესორებისა და ასოცირებული პროფესორებისაგან, აგრეთვე უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაბამისი დარგის/სპეციალობის უფროსი  მეცნიერი თანამშრომლებისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლებისაგან. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრები შეირჩევიან აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.

32. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები/სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“.

17.  III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IIIთავი:

„თავი III1

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული

მუხლი 261. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დაფუძნების კრიტერიუმები და წესი

1. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, ცენტრს და ა.შ., რომელიც თავისი სამეცნიერო საქმიანობის მოცულობის, ხარისხისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით არის საერთაშორისო ხილვადობის, ეროვნულ დონეზე კონკურენტუნარიანი და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შესაბამისი დარგის/დარგების განვითარებაში, რაც დგინდება შემდეგი ინდიკატორების მეშვეობით:

ა) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ შექმნილი სამეცნიერო პროდუქცია  – გამოქვეყნებული ნაშრომები იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო ჟურნალებში (არ ეხება ქართველოლოგიურ მეცნიერე­ბებს), საერთაშორისო მასშტაბით ინდექსირებულ რეცენზირებად (peer reviewed) ჟურნალებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებში (Procee­dings); უცხოეთისა და ადგილობრივ წამყვან გამომცემლობებში გამოცემუ­ლი მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ლექსიკონები, ატლასები, რუკები; შემუშავე­ბული აქვს ტექნიკა და ტექნოლოგიები; აქვს მონაცემთა ბაზები და დარგობრივი კოლექცია; სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ჩართულია საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში, ეწევა მნიშვნელოვან საგამომცემლო საქმიანობას (იგულისხმება ბეჭდური და ელექტრონული ბაზები, სამეცნიერო პერიოდული გამოცემები, ენის კორპუსი და სხვ.);

ბ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ განხორციელე­ბული საუნივერსიტეტო, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;

გ) ქვეყნის ეკონომიკის დარგების განვითარების და მართვის სრულყოფის, ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი კვლევები (ნორმატიული დოკუმენტები, სახელმწიფო პროგრამა, კონცეფცია და ა.შ.);

დ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები (თუ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პროფილი ამის საშუალებას იძლევა);

ე) სამეცნიერო პერსონალის მიერ ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში (კონფერენცია, გამოფენა, სიმპოზიუმი, სემინარი, ვორკშოპი, სეზონური სკოლა და სხვ.) მონაწილეობა ან/და მათი ორგანიზება;

ვ) პროგრამული დაფინანსების არსებობა შესაბამისი დარგის/ქვედარგის უცხოელი ექსპერტის/ექსპერტების მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის შეფასების საფუძველზე (peer review).

2.  ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს, რომელიც თავისი სამეცნიერო საქმიანობის მოცულობისა და ხარისხის თვალ­საზრისით არის ეროვნულ დონეზე ხილვადი, მაგრამ საერთაშორისო მასშტაბით ნაკლები მნიშვნელობის მქონე, რაც დგინდება შემდეგი ინდიკატორების გამოყენებით:

ა) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ გამოქვეყნე­ბული პუბლიკაციები (სამეცნიერო ჟურნალებსა და კონფერენციების მასალებში (Proceedings) გამოქვეყნებული ნაშრომები და სხვ.);

ბ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის მიერ განხორციელე­ბუ­ლი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები;

გ) სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში (კონფერენცია, სიმპოზიუმი, სემინარი, ვორკშოპი, სეზონური სკოლა და სხვ.);

დ) პროგრამული დაფინანსების არსებობა შესაბამისი დარგის/ქვედარგის უცხოელი ექსპერტის/ექსპერტების მიერ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხარისხის შეფასების საფუძველზე (peer review).

3. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

4.  ფაკულტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).

5. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ხოლო ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას – ფაკულტეტის საბჭო.

მუხლი 262. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. 

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 263. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) ასრულებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 264. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს.  კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი, ხოლო ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს დეკანის წარდგინებით ნიშნავს რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს/ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.  

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 265. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის უფლებამოსილებები

დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;

გ) ორგანიზება გაუწიოს ან/და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დონის (ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო) სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებში საკუთარი ან მოძიებული ფინანსური უზრუნველყოფით;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს გააფორმოს ხელშეკრულებები ან/და მემორანდუმები ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედგენისა და განხორციელების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ე) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;

ვ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.“.

18. 27-ე მუხლის პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები.“.

19. 28-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

20. 30-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.  პირი პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა 4 წლის ვადით ან უვადოდ. უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.

2.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. პირი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე აირჩევა 4 წლის ვადით.“.

21. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოწვეული პროფესორები იყოფიან „პ“, “ა“ და „აპ“ კატეგორიებად, რომელთა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობები ანალოგიურია, შესაბამისად, პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების სტატუსისა. მათი  შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი).“.

22. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შედგება მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.

2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად კონკურსის საფუძველზე აირჩევა ფაკულტეტზე ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.

23. 35-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 351-354 მუხლები:

„მუხლი 351. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას  იკავებს 5 წლის ვადით ან უვადოდ. უვადოდ თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა). უვადოდ არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.

3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას 5 წლის ვადით იკავებს.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას 5 წლის ვადით იკავებს.

5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს (სენატს).

7. ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.

8. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მუხლი 352. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

3. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ  დადგენილი წესით.

მუხლი 353. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები

1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;

დ)  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. მეცნიერი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

4. უნივერსიტეტი/ფაკულტეტი და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.

მუხლი 354პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციის წესი

1.  პროფესორის და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ არჩეული პირი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.

2. ატესტაციიის დროს ხორციელდება პროფესორის/მთავარი მეცნიერი თანამშრომლის მიერ გაწეული საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან.

3. ატესტაცია ტარდება კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის,  არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კოლეგიალობის პრინციპების დაცვით.

4. პროფესორის ატესტაციას ახორციელებს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის საატესტაციო კომისია, ხოლო მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ატესტაციას ახორციელებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საატესტაციო კომისია. საატესტაციო კომისიებს ქმნის უნივერსიტეტის რექტორი.

5. დაკავებული  თანამდებობის მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის კრიტერიუმებსა და შეფასების წესს, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს შესაბამისი საატესტაციო კომისია. აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს შესაბამისი საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.

6. ატესტაციის შედეგების მიხედვით, საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა) პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) პირი  არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგი იწვევს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

8. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.“.

24. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით:

„1. უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), დეკანი და მათი მოადგილეები, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.“.

25.  37-ე მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“.

26. 39-ე მუხლის მე-7 პუნქტის“- „ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;

გ) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა;

დ) პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);“;

27. 45-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

28.VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი:

 „IX თავი

გარდამავალი დებულებები

მუხლი 49. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსის განსაზღვრა

1. 2017 წლის 01 ივნისამდე განისაზღვროს უნივერსიტეტის სისტემაში არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (ცენტრების) სტატუსი ამ წესდების 261 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად.

2. ახლად დაფუძნებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ჩაითვალოს შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ცენტრის) უფლებამონაცვლედ.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა