„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 14/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.017016
59
14/03/2017
ვებგვერდი, 14/03/2017
010210050.08.002.017016
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №59

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 25 მარტის №114 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 27.03.2014, 010210050.08.002.016919) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები

1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი;

ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტი;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტი.

2. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ამოცანები:

ა) უშიშროებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა.ა) ქვეყნის ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების განსაზღვრა და ანალიზი;

ა.ბ) კომპეტენციის ფარგლებში საფრთხეების შეფასება და პროგნოზირება;

ა.გ) ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ა.დ) ქვეყნის უშიშროებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხების შესახებ ინფორმაციულ-ანალიტიკური მოხსენებების მომზადება პრეზიდენტისა და საბჭოსათვის წარსადგენად;

ა.ე) საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა როგორც მშვიდობიან, ისე ომიანობისა და საგანგებო ვითარების დროს;

ა.ვ) კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტის საჯარო მოხსენებების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ა.ზ) საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

ა.თ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

ბ) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხთა დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ბ.ა) თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ.ბ) თავდაცვის კუთხით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტების განხილვა, რეკომენდაციების შემუშავება;

ბ.გ) პრეზიდენტის მიერ გამოსაცემი იმ ნორმატიული აქტების პროექტების ანალიზი, მომზადება და საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა, რომლებიც ეხება სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის საკითხებს;

ბ.დ) შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის სფეროში დაგეგმილი პროექტების განხილვა;

ბ.ე) პრეზიდენტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, უმაღლესი სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ბ.ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლის ინსტიტუციური უზრუნველყოფა;

ბ.ზ) ქვეყნის საზღვრებს გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;

ბ.თ) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, ქვეყნის საზღვრების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა;

ბ.ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართვებისა და წერილების განხილვა პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

ბ.კ) საბჭოს კომპეტენციის სფეროში არსებული  სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა;

ბ.ლ) საქართველოს პარლამენტსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა ქვეყნის ეროვნული უშიშროებისა და სამხედრო აღმშენებლობის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;

ბ.მ) აპარატში NATO-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირების წარმართვა და აღნიშნული ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობისა და NATO-ს უსაფრთხოების პოლიტიკით (NATO Security Policy) განსაზღვრული მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად; NATO-ს კრიპტოგრაფიული საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების გამოყენების უზრუნველყოფა;

ბ.ნ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:  

გ.ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, უცხოელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

გ.ბ) ქვეყნისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში არსებულ საკითხებზე საზღვარგარეთ ოფიციალური შეხვედრების/ვიზიტების მომზადება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

გ.გ) სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებებთან ურთიერთობის წარმართვა;

გ.დ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

დ.ა) ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში არსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან ურთიერთობა;

დ.ბ) ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასაშუალებებთან კომუნიკაცია და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი;        

დ.გ) პრესრელიზების, ანონსების გავრცელება, პრესკონფერენციებისა და საინფორმაციო ბრიფინგების ორგანიზების უზრუნველყოფა;

დ.დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში საბჭოს ოფიციალური გვერდების მართვა და ინფორმაციის სისტემატური განახლება;

დ.ე) ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო აღმშენებლობის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი, საპასუხო მასალების მომზადება და გავრცელების საკომუნიკაციო არხების შერჩევა;

დ.ვ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ე.ა) აპარატში ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

ე.ბ) აპარატის ადამიანური რესურსების ეფექტიანად მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე.გ) ადამიანური რესურსების მართვის პროცედურებისა და წესების  შემუშავება და მათი დანერგვის კოორდინაცია;

ე.დ) თანამდებობაზე დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;

ე.ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება და შენახვა;

ე.ვ) ადამიანური რესურსების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და ადმინისტრირება;

ე.ზ) საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია, დადგენილი წესით გამრავლება და საჭიროების მიხედვით დაგზავნა;

ე.თ) აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების საქმისწარმოების ორგანიზება;

ე.ი)  აპარატში საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ე.კ) აპარატში მომზადებული დოკუმენტების, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების, სამართლებრივი ექსპერტიზა;

ე.ლ) დავის შემთხვევაში, სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში საბჭოსა და აპარატის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

ე.მ) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;

ე.ნ) საბჭოს სხდომის მასალებით ტექნიკური უზრუნველყოფა; 

ე.ო) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება;

ვ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ვ.ა) აპარატის საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ვ.ბ) აპარატის ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების უზრუნველყოფა;

ვ.გ) აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ვ.დ) აპარატის ბალანსზე რიცხული აქტივების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, მართვა და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ.ე) აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოტრანსპორტის მართვა და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

ვ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;  

ვ.ზ) აპარატის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;

ვ.თ) საინფორმაციო რესურსების მიწოდების უწყვეტობისა და მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არასანქცირებული წვდომისაგან მონაცემთა ბაზების დაცვის მეთოდებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და განახლება;

ვ.ი) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.

3. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი.

4. აპარატის სტრუქტურაში იქმნება საორგანიზაციო განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.

5. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:

ა) აპარატში მიმდინარე დავალებების შესრულების კოორდინაცია და შესრულების პროცესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება;

ბ) აპარატში მიმდინარე დავალებების შესრულებისას წარმოშობილი ხარვეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა;

გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება;

დ) აპარატის თანამდებობის პირთა ოფიციალური შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, საპროტოკოლო უზრუნველყოფა;

ე) აპარატის თანამშრომლების მივლინების ორგანიზება;

ვ) საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების პროტოკოლის სამსახურებთან ურთიერთობა;

ზ) საბჭოს მდივნის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2017 წლის 14 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი