დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016778 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №58 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/06/2015, 100020020.22.038.016473) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-7 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირების, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემის ორგანიზება/კოორდინირება;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირების, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;“. 2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის; დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის მოსამსახურეთა შორის.“; ბ) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტები: „ე1) ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირებასთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებით აწარმოებს მიმოწერას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და სხვა უწყებებთან; ე2) ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის საქართველოში ეტაპირების, აგრეთვე სხვა სახელმწიფოსთვის ძებნილის ან/და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადების შემდგომ წარუდგენს მინისტრს მოხსენებით ბარათს ეტაპირებაში მონაწილე სამინისტროს მოსამსახურეთა და ეტაპირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები