დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №156/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017315 |
|
„სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №156/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 ნოემბრის №156/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26.11.2015; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017063) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების ყველა სამეცნიერო მიმართულებაში, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა, ასევე, ბოდლის ბიბლიოთეკაში (Bodleian Library, University of Oxford) ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევას.“ 2. მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მიწვეული მკვლევარი – საქართველოს მოქალაქე, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი; გ) მასპინძელი დაწესებულება – უნივერისიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევის სკოლა, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილება და ბოდლის ბიბლიოთეკა, რომელთა ბაზაზეც მიწვეული მკვლევარები განახორციელებენ კვლევით საქმიანობას;“ 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სოციალური და ჰუმანიტარული კვლევების მიმართულებით, კონკურსის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 7 წლის განმავლობაში, ხოლო ოლივერ და მარჯორი უორდროპების კოლექციის კვლევების მიმართულებით კონკურსის ფარგლებში დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები