,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017297
47/ნ
14/03/2017
ვებგვერდი, 14/03/2017
430010000.22.022.017297
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №47/ნ

2017 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების –  საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში (სსმ, №8, 23/01/2006, სარეგისტრაციო კოდი: 430.010.000.22.022.008.031) და ბრძანების:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად“.

2.  პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების ტიპური დებულება ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების ტიპური დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო –  საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს.

2. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე.

3. რესურსცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

4. რესურსცენტრს აქვს ბეჭედი, სახაზინო ანგარიში და დამოუკიდებელი ბალანსი.


მუხლი 2. რესურსცენტრის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები
1. რესურსცენტრის მიზანია სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

2. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:     

ა) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (შემდგომში საჯარო სკოლა) მიმდინარე პროცესების ზედამხედველობას  და თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მხარდაჭერას და კონსულტირებას;

ბ) უზრუნველყოფს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგს,  შეფასებას და შესაბამისი ანგარიშების შედგენას, ასევე, შედგენილი ანგარიშების საფუძველზე სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებისათვის რეკომენდაციების შემუშავებას და შესაბამისი საჯარო სკოლისათვის და  სამინისტროსათვის წარდგენას;

გ) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში მონიტორინგს უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდეგში მინისტრი) მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო პროცესის წარმართვას, ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით და საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი და სხვა პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას;

დ) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უწევს კონსულტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილთან დაკავშირებით;

ე) ხელს უწყობს მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ;

ვ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მოიძიებს, შეაგროვებს და მიაწვდის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ;

ზ) განსაზღვრავს შესაბამის წარმომადგენელს, რომელიც უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში მასწავლებლის  შეფასების პროცესში;

თ) ხელს უწყობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მიერ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის დანერგვასა და გაძლიერებას;

ი) თვალყურს ადევნებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე, მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;

კ) უფლებამოსილია გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის შესაბამისად;

ლ) ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე;

მ) ახორციელებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით; 

ნ) მონაწილეობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

ო) თვალყურს ადევნებს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან;

პ) გასცემს თანხმობას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის შესახებ;

ჟ) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების თაობაზე;

რ) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ს) ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების დანერგვას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

ტ) სამინისტროსთან შეთანხმებით თანამშრომლობს მულტიდისციპლინურ გუნდთან და ხელს უწყობს:

ტ.ა) საჯარო სკოლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში სსსმ პირების ჩართვას და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას;

ტ.ბ) მულტიდისციპლინურ გუნდს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების  სსსმ  მოსწავლეების საჭიროების იდენტიფიცირებაში და აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას;

უ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდებას;

ფ) ხელს უწყობს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობას როგორც საგნობრივი, ისე სკოლის მართვის მიმართულებით;

ქ) ახორციელებს სკოლამდელი განათლების სფეროში მუნიციპალიტეტების კონსულტირებას და მხარდაჭერას სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სისტემის ხელშეწყობის მიზნით;

ღ) ახორციელებს მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ დაფუძნებული შესაბამისი იურიდიული პირებისათვის სკოლამდელი განათლების სტრატეგიისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;

ყ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე, მუნიციპალიტეტებთან;

შ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში წარდგენილ კორესპოდენციებს;

ჩ) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით აპლიკანტების რეგისტრაციას;

ც) ხელს უწყობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას;

ძ) ხელს უწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო შეფასების პროცესის ორგანიზებას;

წ) ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მისაღებად სტუდენტთა რეგისტრაციას;

ჭ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

3. ამ დებულების დანართი 1-ის №1 გრაფით განსაზღვრული რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს, რომელიც:

ა) შეიმუშავებს რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს, რესურსცენტრის შინაგანაწესისა  და რესურსცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) უზრუნველყოფს რესურსცენტრის წარმომადგენლობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში;

გ) უზრუნველყოფს  განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;

ე) სამართლებრივ დახმარებას უწევს საჯარო სკოლებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში;

ვ) უზრუნველყოფს საჯარო სკოლების წარმომადგენლობას სასამართლოში, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში;

ზ) უზრუნველყოფს საჯარო სკოლებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;

თ) უზრუნველყოფს ამ პუნქტის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ამ დებულების დანართი 1-ის №2 გრაფით განსაზღვრული შესაბამისი რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისათვის.

4. ამ დებულების დანართი 2-ის №1 გრაფით განსაზღვრული რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენილ ფაქტებზე ინფორმაციის სამინისტროსთვის წარდგენა;

ბ) რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების თანამშრომლებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე რესურსცენტრში გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;

გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტზე;

დ) რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლების თანამშრომლებისაგან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა),    მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ე) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) უზრუნველყოს ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება ამ დებულების დანართი 2-ის №2 გრაფით განსაზღვრული შესაბამისი რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისათვის. 

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლის მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მისთვის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ მასთან საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.

6. ამ მუხლის:

ა) მე-3  პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ამ დებულების დანართი 3-ით გათვალისწინებული რესურსცენტრებისათვის და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისათვის განახორციელებს სამინისტრო;

ბ) მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ამ დებულების დანართი 4-ით გათვალისწინებული რესურსცენტრებისათვის და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლებისათვის განახორციელებს სამინისტრო.


მუხლი 3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მართვა
1. რესურსცენტრის საშტატო განრიგს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მინისტრი.

2. რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. უფროსის არყოფნის ან უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რესურსცენტრის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს სამინისტრო.

4. რესურსცენტრის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;

გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;

დ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს  სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რესურსცენტრში დასასაქმებელ შტატგარეშე მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებასა და რაოდენობას;

ე) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობს მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების ადმინისტრირებაში;

ვ) სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროს წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას და რესურსცენტრის გასული წლის გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს;

ზ)  მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;

თ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;

ი) პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი შვებულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს სამინისტროს წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში. თავის ან/და რესურსცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა;

მ) გასცემს თანხმობას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლის შესახებ;

ნ) დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას საჯარო სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახების თაობაზე;

ო) ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს;

პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ჟ) ამოწმებს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა) თანამშრომელთა სამივლინებო მოწმობას;

რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 4. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაფინანსება და ქონება
1. რესურსცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რესურსცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე.

2. რესურსცენტრს ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


მუხლი 5. რესურსცენტრის კონტროლი და ანგარიშგება
1. რესურსცენტრი თავისი უფლებამოსილების და სამინისტროს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

2. რესურსცენტრის საქმიანობაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. რესურსცენტრი საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 6. რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
რესურსცენტრის შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა.



დანართი 1

 

გრაფა №1

გრაფა №2

1

ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ დედოფლისწყაროს და ქალაქ
სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

2

ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ხაშურის და ქალაქ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრები  

3

ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დაბა ადიგენის და დაბა
ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

4

ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს

ქალაქ ახმეტის, ქალაქ ყვარლის და ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

5

ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ბოლნისის, ქალაქ თეთრიწყაროს და ქალაქ წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

6

ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ გარდაბნის და ქალაქ    
დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

7

ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

8

ქალაქ ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

9

ქალაქ ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დაბა ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

10

ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

11

ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

12

ქალაქ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

13

ქალაქ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

14

ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დაბა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

15

ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ლაჩხუთის და დაბა ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

16

ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ სენაკის, ქალაქ ფოთის, ქალაქ ხობის, დაბა ჩხოროწყუს, ქალაქ წალენჯიხის და დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

17

ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ აბაშის, ქალაქ ხონის, ქალაქ მარტვილის, ქალაქ სამტრედიის და ქალაქ წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრები

 

დანართი 2

 

გრაფა №1

გრაფა №2

1

ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დაბა მესტის და ქალაქ წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

2

ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ხობის და ქალაქ სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

3

ქალაქ მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ აბაშის და დაბა ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრები

4

ქალაქ სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

5

ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

6

ქალაქ წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

7

ქალაქ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ტყიბულის, დაბა ხარაგაულის და ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

8

ქალაქ ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

9

ქალაქ ონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

10

დაბა ლენტეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

11

ქალაქ ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დაბა ჩოხატაურის და ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

12

ქალაქ ნინოწმინდის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ახალქალაქის და დაბა ასპინძის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

13

ქალაქ ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ახალციხის და დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

14

ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

15

ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

16

ქალაქ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

17

ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ თეთრიწყაროს და ქალაქ წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრები

18

ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

19

ქალაქ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

20

ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

21

ქალაქ სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრი

22

ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი

ქალაქ გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

23

ქალაქ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

24

ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

 

დანართი 3

1

ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

2

ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

3

ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

4

ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

5

ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

6

ქალაქ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

7

ქალაქ დუშეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

8

დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

9

დაბა ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

10

ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრი

 

დანართი 4

1

ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

2

ქალაქ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

3

ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

4

ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

5

ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი