„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016224
33/04
13/03/2017
ვებგვერდი, 14/03/2017
200090000.18.011.016224
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №33/04

2017 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. გარდამავალი  პირობები

1. პროვაიდერებმა, რომლებიც ეროვნულ ბანკის მიერ დარეგისტრირდნენ ამ წესის ამოქმედებამდე, უნდა  უზრუნველყონ ამ წესის:

ა) მე-4 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ამ წესის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში;

ბ) აგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა ამ წესის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

2. დაინტერესებულმა პირებმა, რომლებმაც ამ წესის ამოქმედებამდე ეროვნულ ბანკში პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე შეიტანეს განაცხადი, უნდა უზრუნველყონ ამ წესის:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ზ“, „ლ“ და “მ“ ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ასევე ბენეფიციარ მესაკუთრესთან და უცხოურ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან დაკავშირებული ამავე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება ამ წესის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში;

ბ) მე-8 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება ამ წესის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში;“.

მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე