დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.019835 |
|
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015; 470000000.10.003.018854) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) მიერ მომსახურების გაწევის სახეები, ვადები და საფასურები დანართების შესაბამისად: ა) კვლევები (დანართი №1); ბ) ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადები და საფასური (დანართი №2).“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ყველა განსაკუთრებით საშიში პათოგენისა და ეპიდემიოლოგიურად მნიშვნელოვანი საეჭვო კლინიკური შემთხვევის დროს დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული სერვისები არის უფასო.“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №2 დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრული, ცენტრის მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო საშუალებების შესახებ ცნობის გაცემაზე დაწესებული საფასური ვრცელდება მხოლოდ მეწარმე სუბიექტებზე.“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული მომსახურების საფასურები დაინტერესებული პირის მიერ რეაქტივებითა და სახარჯი მასალებით სრულად უზრუნველყოფის შემთხვევაში მცირდება 30%-ის ოდენობით.“; ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ ცენტრისათვის დადგენილი წესით, მიმართვის მომენტიდან. მიმართვის სტანდარტული ფორმა, სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები მტკიცდება ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქვეყანაში სამედიცინო და პროფილაქტიკური სადეზინფექციო საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 19 მარტის №64/ნ ბრძანების პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით (სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და სასტერილიზაციო (შემდეგ ტექსტში – სადეზინფექციო) საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობა (დანართი 15-ის შესაბამისად)) დამტკიცებული დანართი №15.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები