დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქკავშირმშენის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „საქკავშირმშენი“ |
| მიღების თარიღი | 13/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
(აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ)
სს „საქკავშირმშენის“ დირექცია და სამეთვალყურეო საბჭო საზოგადოების აქციონერებს იწვევს საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2017 წლის 4 აპრილს 14:00 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №140, (ყოფილი ბ. ხმელინცკის ქ. №48), სს „საქკავშირმშენის“ ადმინისტრაციის შენობა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. გენერალური დირექტორის ანგარიში საზოგადოების მდგომარეობისა და წლიური შედეგების შესახებ;
2. სს „საქკავშირმშენის“ რეორგანიზაცია (ნატურით გაყოფა);
3. სხვადასხვა .
საზოგადოების დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაცია არის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების მხარდაჭერა .
კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ ს.ს „საქკავშირმშენის“ იმ აქციონერებს, რომლებიც აქციათა რეესტრში რეგისტრირებულნი არიან 2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით (საერთო კრების სააღრიცხვო დღე). დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აქციათა რეესტრში რეგისტრაცია (კრებაში მონაწილეობის მიღების უფლება) შეამოწმონ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, სს „საქკავშირმშენის“ აქციათა რეგისტრატორ კომპანიაში - „სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, მისამართზე: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა.
სს „საქკავშირმშენის“
გენ. დირექტორი თ. კუჭუხიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები