„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 13/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016225
15
13/03/2017
ვებგვერდი, 14/03/2017
300300000.22.025.016225
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №15

2017 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III , №117, 31/08/2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 149 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი.“.

2. 361 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი.“.

3. 362 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი, მაგრამ არაუმეტეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებაში მითითებული ფასისა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე