დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის N52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017295 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 13 მაისის №52/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 14/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016787) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. პირველი მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უნივერსიტეტს აქვს საანგარიშსწორებო და სავალუტო ანგარიშები საბანკო დაწესებულებაში, ლოგო, უნივერსიტეტის მედალი, უნივერსიტეტის დროშა, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის მრგვალი ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართია: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №106.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრუქტურა: ა) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულები (შემდგომში – ფაკულტეტები): ა.ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ა.ბ) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი; ა.გ) იურიდიული ფაკულტეტი; ა.დ) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. ბ) სამეცნიერო ბიბლიოთეკა. გ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულები: გ.ა) რექტორის აპარატი; გ.ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატი; გ.გ) კანცელარია; გ.დ) ფინანსური დაგეგმარების და შესყიდვების სამსახური; გ.ე) აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახური; გ.ვ) ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის სამსახური; გ.ზ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; გ.თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილება; გ.ი) არქივი; გ.კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; გ.ლ) კულტურისა და სპორტის განყოფილება; გ.მ) სასწავლო პროცესის მართვის განყოფილება; გ.ნ) გამომცემლობა; გ.ო) გაზეთის რედაქცია; გ.პ) უნივერსიტეტის მუზეუმი; გ.ჟ) მართვის ორგანოების სამდივნოები.“. 3. მე-7 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტის წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის (2 წელი) გასვლის შემდეგ.“. 4. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“. 5. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წარმომადგენლობითი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს ორ საუკეთესო შედეგების მქონე პრეტენდენტს შორის გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, 5 დღის ვადაში იმართება წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა და სპიკერის შერჩევის პროცედურა იმართება ხელახლა.“. 6. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს 4 წლის ვადით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, აკადემიური საბჭოს წარდგინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.“. 8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეკანად შეიძლება აირჩეს უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“. 9. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი (ხელმძღვანელი და სპეციალისტი) შეიძლება იყოს ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრისათვის (ხელმძღვანელი და სპეციალისტი) წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო.“. 10. 23-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტის ფაკულტეტზე შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით იქმნება სადისერტაციო საბჭო. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უნივერსიტეტის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის შესაბამისი დარგის/სპეციალობის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები – სპეციალობის მქონე პირების წარმომადგენლები საქართველოდან და უცხოეთიდან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.“. 11. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 12. 26-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევად (კონკურსის ჩასატარებლად), თითოეულ ფაკულტეტზე იქმნება საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობას (თავმჯდომარე; წევრები) ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 9. საკონკურსო კომისია შედგება 3-7 წევრისაგან. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს მოწვეული წევრი.“. 13. 27-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.პროფესორის თანამდებობაზე: ა) 5 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს ამ წესდების 271 მუხლით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს ამ წესდების 271 მუხლით განსაზღვრულ დამატებით პირობებს. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ამ წესდების 273 მუხლით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.“. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი, თუ იგი აკმაყოფილებს აკადემიურ კონკურსში მონაწილე კანდიდატისადმი დადგენილ მოთხოვნებს. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით.“; გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ აკადემიურ თანამდებობებზე პროფესიული ნიშნით შეიძლება არჩეულ იქნეს კვალიფიციური პერსონალი. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, რაც გულისხმობს უნივერსიტეტში პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილებას, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.“. 14. 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271, 272 და 273 მუხლები: „მუხლი 271. პროფესორის თანამდებობაზე არჩევის დამატებითი პირობები ამ წესდების 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით პირობებს: ა) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის (ან დოქტორანტის)მიმართულება უნდა ემთხვეოდეს დასაკავებელი აკადემიური თანამდებობის მიმართულებას; ბ) გამოქვეყნებული შრომები, სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომები უნდა ემთხვეოდეს დასაკავებელი აკადემიური თანამდებობის მიმართულებას; გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წაკითხული დისციპლინები უნდა ემთხვეოდეს დასაკავებელი აკადემიური თანამდებობის მიმართულებას; დ) არანაკლებ 6-წლიანი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილებიდან კონკურსანტს უნდა გააჩნდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ბოლო 5 წლის გამოცდილება. მუხლი 272. პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევების შეფასების კრიტერიუმები 1. პროფესორის განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევების შეფასების კრიტერიუმებია: ა) საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევები, რომელიც ხელს უწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და უნივერსიტეტის განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა; გ) სამაგისტრო ნაშრომებისა და დისერტაციების წარმატებით ხელმძღვანელობა, რომელსაც მოყვა დადებითი შეფასება (დაცვა); დ) მაღალი ხარისხის სასწავლო-სამეცნიერო პროდუქციის შექმნა, შესაბამისი დარგის სპეციალისტის რეკომენდაციით/დასკვნით; ე) განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერება; ვ) სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ან საგანმანათლებლო დაწესებულების/ერთეულის ჩამოყალიბება; ზ) სასწავლო-სამეცნიერო საერთაშორისო დონის პროექტების ხელშეწყობა უნივერსიტეტის მიზნებისათვის; თ) სამეცნიერო-საგანმანათლებლო პერიოდული გამოცემის დაარსება. 2. პროფესორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული 8 კრიტერიუმიდან არანაკლებ 6 კრიტერიუმს. მუხლი 273. პროფესორის ატესტაცია 1. პროფესორის ატესტაციის გავლა გულისხმობს პროფესორის, პროფესიული უნარებისა და აკადემიური საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. 2. პროფესორის პროფესიული უნარებისა და აკადემიური საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხდება შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. 3. პროფესორის ატესტაციის ჩატარების მიზნით შესაბამის ფაკულტეტზე იქმნება კომისია. 4. საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს, შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო. 5. საატესტაციო კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს, თუკი სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით.“. 15. 30-ე მუხლის: ა) პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ფაკულტეტის დეკანის, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები. 2. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ვადით დასაქმებული პირი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიაღწევს 65 წლის ასაკს, მასთან შრომითი ურთიერთობა შენარჩუნდება შრომითი ხელშეკრულების/არჩევის ვადით, ხოლო განუსაზღვრელი ვადით დასაქმებულ პირთან შრომითი ურთიერთობა შეწყდება 65 წლის ასაკის მიღწევისთანავე. გამონაკლისის სახით უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წლის ასაკს გადაცილებული პირი, თუ იგი აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ კონკურსში მონაწილე კანდიდატისადმი დადგენილ მოთხოვნებს. 3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი. მასწავლებელთა პერსონალთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერისა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით.“. ბ) მე-5-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უნივერსიტეტის საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა პირები. საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტში შეიძლება დასაქმებულ იქნეს შტატგარეშე პერსონალი. 6. უნივერსიტეტი უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით. მოწვეულ სპეციალისტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს რექტორი, კანცლერისა და შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით, რომელთა შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. 7. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არჩეულ უნივერსიტეტის რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ წესდების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-15 მუხლის პირველი პუნქტით და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ამ უნივერსიტეტში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან/და ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებლებს.“. 16. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები 1. საპატიო დოქტორი და ემერიტუსი წარმოადგენს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ აკადემიურ წოდებებს. 2. საპატიო დოქტორის აკადემიური წოდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ენიჭება პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება უნივერსიტეტის წინაშე. 3. ემერიტუსის აკადემიური წოდება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ენიჭება პირს, რომელიც: ა) არის 65 წლის ან მეტი ასაკის; ბ) აქვს უნივერსიტეტში მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი; გ) აქვს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება. 4. ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო იღებს დადგენილებას ემერიტუსის წოდების მინიჭებაზე შუამდგომლობის ან შუამდგომლობაზე უარის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ფაკულტეტის საბჭოს შუამდგომლობა განსახილველად გადაეცემა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებას ემერეტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. 5. ემერიტუსის წოდების მქონე პირს უნივერსიტეტის მიერ მიეცემა ყოველთვიური ანაზღაურება, რომლის ოდენობას განსაზღვრავს წარმომადგენლობითი საბჭო. 6. უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდების მქონე პირს, მის მიერ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური, ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების, ან სახელშეკრულებო პირობით რაიმე საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უნივერსიტეტი შეუწყვეტს გასაცემ ყოველთვიურ ანაზღაურებას. 7. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში, შეასრულოს როგორც ანაზღაურებადი, ისე არაანაზღაურებადი სამუშაო, აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე. 8. ემერიტუსის წოდების მქონე პირმა, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია ისარგებლოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სხვა შეღავათებით. 9. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის მედლების მინიჭების თაობაზე, რომელიც პირს შეიძლება მიენიჭოს უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის.“. 17. 31-ე მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევა.“. 18. 33-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: ა) პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); ბ) უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; გ) ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ე) ფინანსური დავალიანება; ვ) აკადემიური შვებულება; ზ) აკადემიური (პროგრამის და საგნების არ არჩევა) რეგისტრაციის გაუვლელობა.“. 19. 39-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უნივერსიტეტის უძრავი ქონების ამ მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 20. VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი: „თავი IX გარდამავალი დებულებანი მუხლი 43. პროფესორისათვის წასაყენებელი მოთხოვნები უნივერსიტეტის ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები