დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016363 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 დეკემბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2016; 190020020.35.148.016353) „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
გ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5,261.0 (ხუთი მილიონ ორას სამოცდაერთი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5,511.0 (ხუთი მილიონ ხუთას თერთმეტი ათასი) ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 250.0(ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარებში)
დ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
ე) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდოგანისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 2,499.6(ორი მილიონ ოთხას ოთხმოცდაცხრამეტი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით. ვ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 2,653.5 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაცამეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; ბ) განისაზღვროს, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2,653.5 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაცამეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ზ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) სოფლებში ამბულატორიებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის ამბულატორიული შენობების მოწყობა-რეაბილიტაციას. ამისთვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია ფხვენისის და ბნავისის ამბულატორიების რეაბილიტაცია. ასევე არსებულ სოფლების ამბულატორიებს დაემატა სოფელ ყელქცეულის ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული მუნიციპალიტეტის ამბულატორიის შენობები. თ) დადგენილების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ს)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ა.ს) სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლის დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 20) ერთჯერადად, დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის ან/და დედის შესახებ, ასევე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში; მარტოხელა მშობლის სტატუსი გაუქმდება, თუ ამ სტატუსის მქონე პირი დაქორწინდება (იგულისხმება რეგისტრირებული ქორწინება) ან მის შვილს (ნაშვილებს) შეუსრულდება 18 წლის ასაკი. „ა.ს.ა) ერთჯერადად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (0-დან – 47000 მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა; ა.ს.ბ) ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა დედები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (47000-დან – 57000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა; ა.ს.გ) ერთჯერადად, 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (47000-დან – 57000-მდე) სოციალური სარეიტინგო ქულა; ა.ს.დ) ერთჯერადად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18-წლამდე) შვილი ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული (57000-დან – 65000 ჩათვლით) სოციალური სარეიტინგო ქულა.“; ი) დადგენილების მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებებიგანისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: (ათას ლარებში)
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები