დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №7 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016365 |
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №7 დადგენილებაში „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ “ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014; 010260010.35.148.016204) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თვითმმართველი თემის გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა. კერძოდ, ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენცია და სანიტარიული ნორმების კონტროლი.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ე“ პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თვითმმართველი თემის გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა. კერძოდ, ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენცია და სანიტარიული ნორმების კონტროლი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები