დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 14/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 16/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.050.05.002.003 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (16/09/2004 - 22/10/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №387
2004 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებათა შესახებ
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №765 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს პრეზიდენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახური.
2. შეიქმნას საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა ბერიძე – სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე
პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამმართველოს უფროსი
რუსუდან ნახუცრიშვილი – სამსახურის ბუღალტერი.
3. სალიკვიდაციო კომისიამ კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს:
ა) საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ ფასეულობათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) თანამშრომელთა გათავისუფლება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელება.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურისათვის გათვალისწინებული სალიკვიდაციო თანხის გამოყოფა.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რესპუბლიკის საფინანსო, საინვესტიციო-სატრასტო და სადაზღვევო კომპანიათა (საზოგადოებათა) საქმიანობის კოორდინაციისა და ზედამხედველობის სამსახურის საქართველოს მეანაბრე-აქციონერთა საზოგადოებების ზედამხედველობის სამსახურად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 დეკემბრის №765 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები