„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.138.016266
6
10/03/2017
ვებგვერდი, 15/03/2017
010250020.35.138.016266
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 10 მარტი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ახალციხის მუნიციპალიტეტის  2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  16 თებერვლის  №2 დადგენილებით (matsne.gov.ge; 21/02/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.138.016262) დამტკიცებულ დანართში:

1.  მე-2 მუხლის პირველ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  მოქალაქეს,  რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის  1-ლი  პუნქტის  „ა” და „ბ“ ქვეპუნქტები და მის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 400(ოთხასი) ლარს, ერთჯერადად დაუფინანსდება ქირურგიული მომსახურება მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიმდინარე კალენდარულ წელს დაბადებული, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყოველი ახალშობილისთვის, გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.”.

4. 24-ე მუხლის მესამე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შემთხვევაში ახალშობილთა ოჯახების დაფინანსება განხორციელდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე