დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1124 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023255 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №382
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1124 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებით გამოყოფილი თანხებისა და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთარი სახსრების ფარგლებში წარმოქმნილი ეკონომიის გამოყენების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1124 განკარგულებაში და განკარგულების მე-3 პუნქტის:
ა) „ბ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) ქ. სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე არსებული OD315 მმ-იანი პოლიეთილენის მილის (სიგრძით L=2060 მეტრი) რეაბილიტაცია.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები