დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეგრული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 378 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023259 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №378
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „მეგრული ჩაისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „მეგრულ ჩაის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №400183573) იჯარის უფლებით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერში მდებარე 165465 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №41.20.31.057) და მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურზუში მდებარე 182790 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №41.21.38.007) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 (ოცდახუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით 1742 (ერთი ათას შვიდას ორმოცდაორი) ლარად.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ნივთების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) ყოველწლიური საიჯარო ქირის − 1742 (ერთი ათას შვიდას ორმოცდაორი) ლარის გადახდა;
ბ) „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა − ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება ა(ა)იპ − სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და შპს „მეგრულ ჩაის“ შორის 2017 წლის 31 იანვარს დადებული „ბენეფიციარის თანადაფინანსების პირობითი ხელშეკრულების (APMAGT000008)“ შესაბამისად;
გ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან და ამავე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ნივთებზე ჩაის მოყვანის უზრუნველყოფა ყოველწლიურად და ამ ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად ყოველი მე-5 წლის ბოლოს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ნივთების საიჯარო ქირის ოდენობის გადახედვა შესაძლებელია განხორციელდეს მესაკუთრის მიერ ამ განკარგულების გამოცემიდან მეთხუთმეტე წელს და შემდგომ ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
4. შპს „მეგრული ჩაის“ მიერ წარდგენილი, პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისათვის გასაწევი თანადაფინანსების 10%-ის ოდენობის, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საიჯარო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
5. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები