დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, სხვა მემორიალური ობიექტისა და სკულპტურული კომპოზიციის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 374 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023267 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №374
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, სხვა მემორიალური ობიექტისა და სკულპტურული კომპოზიციის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, განახორციელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, სხვა მემორიალური ობიექტისა და სკულპტურული კომპოზიციის განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №30-87 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტის პროგრამით - „ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 02 07) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები