სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023266
  • Word
373
02/03/2017
ვებგვერდი, 15/03/2017
000000000.00.003.023266
სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №373

2017 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით:

1. აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონის“ (შემდგომში − შპს „სტადიონი“) დაკვეთის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების (სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროექტო სამუშაოები) შესრულების მიზნით, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (შემდგომში − სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო) მიენიჭოს უფლებამოსილება, გასაწევი მომსახურების იმ ნაწილში, რომელთა შესრულებაც ვერ ხორციელდება სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საჭირო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესყიდვებზე „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელ კომპანიებს განესაზღვროთ ანგარიშსწორების განსხვავებული პირობები და გათავისუფლდნენ, როგორც წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის, ასევე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის ვალდებულებებისაგან.

3. შპს „სტადიონსა“ და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის მომსახურება განხორციელდეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაუთვალისწინებლად, 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ზღვრული მოცულობის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი