საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2328 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

  • Word
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2328 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 372
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023265
  • Word
372
02/03/2017
ვებგვერდი, 14/03/2017
000000000.00.003.023265
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2328 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №372

2017 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2328  განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე

1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2328 განკარგულება „იმერეთის რეგიონშიხანი ჰესი 7“ ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა  გამოხატვაში გამარჯვებული  პირის გამოვლენის თაობაზე“.

2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „ჯჯპ სანალიასთვის“ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული საქართველოს მთავრობის განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა.

3. საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ გამოთხოვილ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2015 წლის 5 აგვისტოს №74 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული „იმერეთის რეგიონში „ხანი ჰესი 7“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის“ ფარგლებში შპს „ჯჯპ სანალიას“ მიერ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილი   საბანკო გარანტია (№T36190-15, გარანტი − სს „საქართველოს ბანკი“, გაცემის თარიღი − 2015 წლის 11 სექტემბერი) 32,000.00 (ოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

4. ამ განკარგულების მესამე პუნქტში განსაზღვრული საბანკო გარანტიის გამოთხოვის თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.

პრემიერ-მინისტრი                                                       გიორგი კვირიკაშვილი