დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისთვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2744 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 368 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023214 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №368
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისთვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2744 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლოპოტა ტურ სერვისისთვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2744 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 124 000 (ას ოცდაოთხი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ლოპოტა ტურ სერვისს“ (ს/კ: №431165972).“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები