დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 361 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023226 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №361
2017 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის იმ მიწის ნაკვეთის (მისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში) გადასაცემად, რომელზეც უნდა განხორციელდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის (ქ. გორი) საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.“ ;
გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები