დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების მოქმედების გაგრძელების და ცვლილების თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. გელაშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 360 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023228 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №360
2017 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების მოქმედების გაგრძელების და ცვლილების თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. გელაშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:
ა) მოწონებულ იქნეს „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების მოქმედების გაგრძელების და ცვლილების თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და ნ. გელაშვილის მომხსენებლად დანიშვნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 24 თებერვლის №24/02/02 განკარგულება;
ბ) განხორციელდეს ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების კონტრასიგნაცია.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები