საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

  • Word
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 414
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023238
  • Word
414
06/03/2017
ვებგვერდი, 14/03/2017
000000000.00.003.023238
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №414

2017 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ

1. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №621 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თანხმობა მიეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს №1 და №1.1 დანართების შესაბამისად.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატის და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №2467 განკარგულება.

 

პრემიერ-მინისტრი                                   გიორგი კვირიკაშვილი