საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023241
  • Word
411
06/03/2017
ვებგვერდი, 14/03/2017
000000000.00.003.023241
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №411

2017 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 159-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა (შემდგომში დეპარტამენტი) უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაბა ბაკურიანის წრიული საავტომობილო გზიდან სოფელ მიტარბის მიმართულებით მიმავალი ადგილობრი ი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დაახლოებით ერთკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები და განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურება.

2. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.

3. დეპარტამენტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საზედამხედველო მომსახურება განახორციელოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი დეპარტამენტსა და შესაბამის კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი