დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ა(ა)იპ - თბილისის განვითარების ფონდის მიერ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფასადის აღდგენის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 410 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023242 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №410
2017 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ - თბილისის განვითარების ფონდის მიერ, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფასადის აღდგენის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისთვის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდს (ს/ნ: 404384974) მიეცეს უფლება, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ფასადის აღდგენის მიზნით, სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 204,541 (ორას ოთხი ათას ხუთას ორმოცდაერთი) ლარის ფარგლებში, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 16 დეკემბრის №30-87 დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტით ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდისთვის (ს/ნ: 404384974) გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები