საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.023244
  • Word
393
02/03/2017
ვებგვერდი, 14/03/2017
000000000.00.003.023244
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №393

2017 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულებების შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფ/პ სალომე კოწოლაძეს შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება;

ბ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფ/პ სალომე ჟორდანიას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება;

გ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფ/პ ვაჟა მანიას შორის გასაფორმებელი საგრანტო ხელშეკრულება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საგრანტო დოკუმენტებში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან საგრანტო დოკუმენტების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება, გარდა გრანტის გაცემის  მიზნის, მოცულობისა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულების ცვლილებისა, მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდგომ, გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                           გიორგი კვირიკაშვილი