დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 392 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023245 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №392
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის მიერ ფართობის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს პარლამენტს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ირ. აბაშიძის გამზირზე №26-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №03.01.22.163) მდებარე პარლამენტის სასახლეში არსებული შესაბამისი ფართები 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცეს ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირ(ებ)ს:
1. პროდუქტისა და ყავის აპარატების განსათავსებლად (ორი ერთეული პროდუქტის აპარატის განთავსებისათვის 4 მ2 ფართობი და ორი ერთეული ყავის აპარატის განთავსებისათვის 4 მ2 ფართობი).
2. კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის (333,19 მ2) ფართობი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები