დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023248 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №389
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ონის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
მიეცეს უფლება ონის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 დეკემბრის №2797 განკარგულების გათვალისწინებით), დარჩენილი 20 488 (ოცი ათას ოთხას ოთხმოცდარვა) ლარი, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 44 425 (ორმოცდაოთხი ათას ოთხას ოცდახუთი) ლარი და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 ივლისის №1340 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 78 492 (სამოცდათვრამეტი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარი, ჯამში - 143 405 (ას ორმოცდასამი ათას ოთხას ხუთი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საპროექტო და საექსპერტო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად:
ა) სოფელ ცხმორში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;
ბ) სოფელ გლოლაში წყალსადენის ქსელის მოწყობა;
გ) ქალაქ ონში მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები