დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.023250 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №387
2017 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის მიღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ბორჯომის მუნიციპალიტეტს, „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, გრანტის სახით მიიღოს არაუმეტეს 457 458 (ოთხას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაო.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები