დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 81 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016947 |
|
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
232
მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ავტონომიური კვების ბლოკი (გარდა ტექნიკური საშუალებისა, აგრეთვე ისეთი სსა-ისა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე), რომელიც უზრუნველყოფს 6-საათიანი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს ელექტროენერგიის გამორთვის შემთხვევაში;“. |
2.
235 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მოაწყოს სამუშაო ადგილი სსა-ის/ტექნიკური საშუალების საექსპლუატაციო დოკუმენტაციის და საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით. აუცილებელია სსა-ის/ტექნიკური საშუალების სამუშაო ადგილზე იყოს სალაროს უჯრა ან ნაღდი ფულის შესანახი სხვა სათავსი, რომელშიც მოლარე-ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს სსა-ის/ტექნიკური საშუალების მიხედვით გატარებული ნაღდი ფულის მიღება და გაცემა. ამასთან, სსა, რომლის გამოყენება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შეუძლებელია კომპიუტერთან მიერთებისა და ერთობლივად ფუნქციონირების გარეშე, განათავსოს მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
|
|
დოკუმენტის კომენტარები