„2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ ცვლილება

„2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ ცვლილება
დოკუმენტის ნომერი 1038
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 27/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016468
1038
15/11/2016
ვებგვერდი, 14/03/2017
480610000.03.030.016468
„2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ ცვლილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

.

აზიის განვითარების ბანკი

 

20 ოქტომბერი, 2016

 

ბ-ნი ნოდარ ხადური

ფინანსთა  მინისტრი

ფინანსთა სამინისტრო

საქართველო

 

ბატონო ნოდარ,

 

 

სესხი N3238-GEO: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4 - სასესხო ხელშეკრულების ცვლილება


1. საქართველოს („მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს ("ADB") შორის 2015 წლის 5 თებერვალს ხელმოწერილი “ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 4”-ის სასესხო ხელშეკრულებასთან (ცვლილებების გათვალისწინებით „სასესხო ხელშეკრულება”) დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ყველა აქ გამოყენებულ, მაგრამ არა განმარტებულ პირობას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო ხელშეკრულებაში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.

2.   ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 18 მაისის წერილის პასუხად, ADB-მ 2016 წლის 2 სექტემბერს დაამტკიცა ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამა, პროექტის 4-ის შინაარსის ცვლილება, რაც მდგომარეობს ქალაქებში გუდაურსა და ჯვარში წყალმომარაგების სამუშაოების დაფინანსებასა და სესხის თანხის გადანაწილებაში, რათა ხელი შეუწყოს ამგვარ დაფინანსებას. ჩვენ გთავაზობთ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებას, რათა მოხდეს მასში აღნიშნული ცვლილებების ასახვა:

(ა)  დანართი 1-ის 2(ა) ქვეპუნქტი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: 

„(ა) წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, განახლება და გაფართოება გუდაურში, ჯვარსა და ზუგდიდში;”.

(ბ) სასესხო შეთანხმების დანართი 3-ის დამატებაში არსებული სესხის თანხების განთავსებისა და გამოთხოვის ცხრილი უნდა წაიშალოს და შეიცვალოს ცხრილით, რომელიც თანდართულია ამ წერილ-შეთანხმებაზე.

3. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, სასესხო ხელშეკრულების მუხლები არ იცვლება.

4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ს საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის (PCP) შესაბამისად, სასესხო ხელშეკრულების ცვლილებებები უნდა განთავსებულ იქნეს  ADB-ის საიტზე ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ამოღებულ იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს, როგორც ეს განმარტებულია მსესხებლის მიერ.

5. გთხოვთ გამოხატოთ მსესხებლის თანხმობა წერილი-შეთანხმების მე-2 პარაგრაფში მოცემულ ცვლილებებზე და პირობებზე აღნიშნული წერილი-შეთანხმების ორი ორიგინალის ხელმოწერით ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილზე. გთხოვთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი დაიტოვოთ, ხოლო მეორე დაუბრუნოთ ADB-ს.

6. შემოთავაზებული ცვლილებები ეფექტური გახდება იმ თარიღიდან, როცა ADB მიიღებს საქართველოს მთავრობისგან შეტყობინებას წინამდებარე წერილი-შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დასრულებასთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

 

შონ მ. ოსალივანი

გენერალური დირექტორი

ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი

 

ა.  მისაღებია და ვეთანხმებით.

ბ. ვადასტურებთ, რომ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს.

 

საქართველოს სახელით

__________________________

სახელი: ნოდარ ხადური

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

თარიღი: 15.11.2016

 

 

დანართი

სასესხო სახსრების განთავსება და გამოთხოვა

(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 4)

 

კატეგორია

ADB დაფინანსება

 

ნომერი

დასახელება

ADB-ის მიერ კატეგორიის დასაფინანსებლად გამოყოფილი  ჯამური თანხა ($)

კატეგორია

 

სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის პროცენტული რაოდენობა და საფუძველი

 

1

სამუშაოები

99,060,000       

მთლიანი ხარჯის 84.75%

2

საქონელი

30,000

მთლიანი ხარჯის 84.75%

 

3

საკონსულტაციო მომსახურება

5,140,000          

მთლიანი ხარჯის 84.75%

4

პროცენტი და ვალდებულების გადასახდელი

2,480,000          

მისაღები თანხის 100%

 

5

გაუნაწილებელი

1,290,000

 

 

სულ

108,000,000