„2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N2 ცვლილება

„2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N2 ცვლილება
დოკუმენტის ნომერი 1037
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2017
ძალაში შესვლის თარიღი 27/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016467
1037
15/11/2016
ვებგვერდი, 14/03/2017
480610000.03.030.016467
„2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N2 ცვლილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

  

სესხი №2807-GEO (SF): ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 2 სასესხო ხელშეკრულების №2 ცვლილება

1. საქართველოს („მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს ("ADB") შორის 2011 წლის 1 დეკემბერს ხელმოწერილი „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2”-ის სასესხო ხელშეკრულებასთან („სასესხო ხელშეკრულება”) დაკავშირებით გაცნობებთ რომ ყველა აქ გამოყენებულ, მაგრამ არა განმარტებულ პირობას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო ხელშეკრულებაში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.

2. ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 18 მაისის წერილის პასუხად, ADB-მ 2016 წლის 2 სექტემბერს დაამტკიცა ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამა, პროექტის 2-ის შინაარსის ცვლილება, რაც მდგომარეობს ქალაქ ბაკურიანში წყალმომარაგების სამუშაოების დაფინანსებასა და სესხის თანხის გადანაწილებაში ამგვარი დაფინანსების ხელშეწყობისათვის. ჩვენ გთავაზობთ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებას, რათა მოხდეს მასში აღნიშნული ცვლილებების ასახვა:

(ა) დანართი 1-ის პუნქტი 2 უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: 

„2. პროექტი უნდა მოიცავდეს წყალმომარაგებისა და სანიტარიული ნაგებობების მშენებლობას ანაკლიაში, ბაკურიანში, მესტიასა და ურეკში.” 

(ბ) სასესხო ხელშეკრულების დანართი 3-ის დამატებაში არსებული სესხის თანხების განთავსებისა და გამოთხოვის ცხრილი უნდა წაიშალოს და შეიცვალოს ცხრილით, რომელიც თანდართულია ამ წერილ-შეთანხმებაზე.

3. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, სასესხო ხელშეკრულების მუხლები არ იცვლება.

4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ს საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის (PCP) შესაბამისად, სასესხო ხელშეკრულების ცვლილებებები უნდა განთავსებულ იქნეს ADB-ის საიტზე ცვლილებების ძალაში შესვლიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ამოღებულ იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს, როგორც ეს განმარტებულია მსესხებლის მიერ.

5. გთხოვთ გამოხატოთ მსესხებლის თანხმობა წერილი-შეთანხმების მე-2 პარაგრაფში მოცემულ ცვლილებებზე და პირობებზე აღნიშნული წერილი-შეთანხმების ორი ორიგინალის ხელმოწერით ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილზე. გთხოვთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი დაიტოვოთ, ხოლო მეორე დაუბრუნოთ ADB-ს.

6. შემოთავაზებული ცვლილებები ეფექტური გახდება იმ თარიღიდან, როცა ADB მიიღებს საქართველოს მთავრობისგან შეტყობინებას წინამდებარე წერილი-შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების დასრულებასთან დაკავშირებით.

 

შონ მ. ოსალივანი

 გენერალური დირექტორი

 ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტი

 

ა. მისაღებია და ვეთანხმებით.

ბ. ვადასტურებთ, რომ სასესხო ხელშეკრულების ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც განეკუთვნება PCP-ის გამონაკლისებს.

 

 

საქართველოს სახელით

სახელი: ნოდარ ხადური

თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი

თარიღი: 15.11.2016

 

დანართი

სასესხო სახსრების განთავსება და გამოთხოვა

(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგამა – პროექტი 2)

 

კატეგორია

ADB დაფინანსება

 

ნომერი

დასახელება

ADB-ის მიერ კატეგორიის დასაფინანსებლად გამოყოფილი ჯამური თანხა (SDR) კატეგორია

სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის პროცენტული რაოდენობა და საფუძველი

 

1

სამშენებლო სამუშაოები და საოპერაციო და დამხმარე სისტემები

24,430,827

მთლიანი ხარჯის 84.75%

2

დარიცხული პროცენტი

616,173

მისაღები თანხის 100%

3

გაუნაწილებელი

---

 

 

სულ

25,047,000