დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ელეგანტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | სს ,,ელეგანტი” |
| მიღების თარიღი | 02/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ელეგანტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 31 მარტს, დღის 15 საათზე, თბილისში, გლდანის 1 მ/რ-ში (ყოფილი ავეჯის სახლი) მოწვეულია სს „ელეგანტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება.
სს „ელეგანტის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2017 წლის 14 თებერვალი.
დღის წესრიგი:
1. 2016 წლის საფინანსო-სამეურნეო შედეგების ანგარიში;
2. მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
3. სხვადასხვა.
რეკომენდაციები:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
დამტკიცდეს 2016 წლის წლიური ანგარიში.
დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
10000 ლარის გაცემა დივიდენდების სახით და დარჩენილი თანხის საწარმოს განვითარების ფონდში დატოვება.
სს „ელეგანტის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება მისამართზე:
ქ. თბილისი, გლდანის 1 მ/რ (ყოფილი ავეჯის სახლი), დღის 15 სთ-ზე;
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე წერილობით წარმოდგენილი საკითხები და მოსაზრებები განხილული იქნება კრებაზე;
კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორში − სს „სი ეს არ“ თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №74/11, ტელ.: 599 55 24 95, ელ.ფოსტა: merabvardiashvili@gmail.com
გენერალური დირექტორი ზურაბ გამყრელიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები