,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016301
13
06/03/2017
ვებგვერდი, 13/03/2017
010250050.35.105.016301
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №13

2017 წლის 6 მარტი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 3 თებერვლის 7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016295) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

1.  დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საქართველოს   ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“    მე-16   მუხლის მე-2  პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 53 პუნქტის,  261, 30-ე  და  36-ე მუხლებისა  და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,“. 

2.  დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის ,,ა“  და ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა)  გარე რეკლამა – ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ  საზღვრებში მდებარე სახელმწიფო  ან   ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში  არსებული  მიწის  ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე (ასევე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით  გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან  სხვა  ქონებაზე სარეკლამო ტექნიკური საშუალების განთავსება,  რასაც მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება)  რეკლამის გავრცელება  პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული  განთავსების  სხვა  ტექნიკური  საშუალებებით,  იმ  წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის  შესახებ“ საქართველოს  კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;

 ბ) სარეკლამო  საშუალება  –  პლაკატი,  სტენდი,  შუქფირნიში,  სარეკლამო დაფა,  მანათობელი სარეკლამო დაფა  და გარე  რეკლამის გასავრცელებელი   სხვა  ტექნიკური  საშუალება,  რომელიც  განთავსებულია  უძრავ  ობიექტზე  ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;“.

3.  დადგენილების დანართი №1-ის მე-13 მუხლს დაემატოს  მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება დაიშვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ საჭიროებს ამ კანონით განსაზღვრულ გარე რეკლამის განთავსების ნებართვას. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებისათვის გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულებით, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა