დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.174.016205 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2017, 010250020.35.174.016193) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლით დახმარება გაეწევათ სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მარტოხელა პირებს (ბენეფიციარებს, რომლებსაც არ ჰყავთ შრომისუნარიანი მარჩენალი: მეუღლე, შვილი, მშობელი და ა.შ.), ერთჯერადი ფულადი დახმარებით 100 (ასი ) ლარის ოდენობით.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) დახმარების მიმღებმა პირმა უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობის ასლი (საკუთარი და ოჯახის წევრების, ასეთის არსებობისას) და ქორწინების მოწმობის ასლი (ასეთის არსებობისას).“; გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-15 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით დახმარებას მიიღებს ბენეფიციარი ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის შემოწმების აქტის ამონაწერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები