დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 369 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 01/09/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 31/08/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №369
2004 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ივლისის №265 ბრძანებულებაში (სსმ III, №73, 06.07.01, მუხ. 523) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი და ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულება“;
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) უმოკლეს ვადაში:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება;
ბ) შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები ბალეტის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით და დასახოს მისი განხორციელების ღონისძიებები.“;
გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის შედგენისას თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვროს ოპერის თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები), უზრუნველყოს საბალეტო ხელოვნებისათვის და საოპერო ხელოვნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ცალ-ცალკე სტრიქონებად გამოყოფა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში.“.
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები