თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016206
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
06/03/2017
ვებგვერდი, 13/03/2017
010250020.35.126.016206
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/03/2017 - 19/02/2018)

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2017 წლის 6 მარტი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველის ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის №1037 კანონის, ვებგვერდი, 23.09.2013 წ. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დადგინდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის  №11 დადგენილება (სსმ, 06.04.2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.126.016188).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე



თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და დგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

(CN = IMG X ITL X C X K ), სადაც:

ა) (CN) არის მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე;
ბ) IMG არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი;
გ) ITL არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი;
დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი – 0,24 ლარი;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი.
მუხლი 2
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის მაკრომდებარეობის ინდექსი განისაზღვროს 0,43-ით.
მუხლი 3
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ლოკალურ-ტერიტორიული ინდექსი განისაზღვროს 1,0-ით.
მუხლი 4
მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი დადგინდეს 30.
მუხლი 5
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობზე განისაზღვროს:

ტერიტორია

კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი (0,43X1, 0X0, 24X30)ლარი

1

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში  ( ქ. თერჯოლის ტერიტორია)

3.096

2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ( თბილისი-სენაკი- ლესელიძე) 50 მ.რადიუსი (ორივე მხარეს) მდებარე არეალისათვის

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100 პროცენტი) 3,096

3

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი

ჩოლაბურის ხიდი - თერჯოლა - ტყიბული

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის

ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენერა

ქუთაისი-საფიჩხია-ჭოგნარი

თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ 8-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-კიცხი-ქვაციხე

(მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 70 პროცენტი) 2,167

4

სოფლები და დასახლებათა შორის არეალი (გარდა ამ ცხრილის მე-2 და მე-3 პუნქტებისა)

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50 პროცენტი) 1,548