,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.146.016126
6
06/03/2017
ვებგვერდი, 10/03/2017
010250050.35.146.016126
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2017 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების,  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 05/01/2017, 010250050.35.146.016122) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 მუხლი:

მუხლი 14

ამ წესის 1-ლი, მე-3 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარება გაიცეს აგრეთვე იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დახმარების მიმღებნი გახდნენ 2016 წლის 01 ნოემბრიდან 31დეკემბრის ჩათვლით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი