დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამსახურის თანადებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/08/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 95, 31/08/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/09/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №367
2004 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით (სსმ III, 23.07.2001 წ., №78, მუხ. 555) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. უფროსი საჯარო თანამდებობა:
ა) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართვლოს უფროსი;
ბ) სამინისტროს ინსპექციის სამმართველოს უფროსი;
გ) სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
დ) სამინისტროს მთავარი ბუღალტერის მოადგილე;
ე) სამინისტროს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ვ) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ზ) სამინისტროს ინსპექციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
თ) სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
ი) სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
კ) სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ლ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე;
მ) მინისტრის თანაშემწე;
ნ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ო) მინისტრის მრჩეველი;
პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის მრჩეველი.“.
2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. წამყვანი საჯარო თანამდებობა
წამყვანი საჯარო თანამდებობებია:
ა) საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების უფროსის მოადგილე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს უფროსი;
ე) საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ვ) საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურის უფროსი;
ზ) საქვეუწყებო დაწესებულების სამსახურის უფროსის მოადგილე;
თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის უფროსი;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ინსპექციის უფროსის მოადგილე;
კ) საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი ბუღალტერი;
ლ) საქვეუწყებო დაწესებულების განყოფილების უფროსი;
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს უფროსი;
ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს უფროსის მოადგილე;
ო) ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროს უფროსი;
პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი;
ჟ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.“.
3. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. უფროსი საჯარო თანამდებობა
უფროსი საჯარო თანამდებობებია:
ა) საქვეუწყებო დაწესებულების კანცელარიის უფროსი;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების კანცელარიის უფროსის მოადგილე;
გ) საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი ბუღალტრის მოადგილე;
დ) საქვეუწყებო დაწესებულების განყოფილების უფროსის მოადგილე;
ე) საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს განყოფილების უფროსი;
ვ) საქვეუწყებო დაწესებულების სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
ზ) საქვეუწყებო დაწესებულების ბუღალტერი;
თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციის კანცელარიის უფროსი;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს გამშვები პუნქტის უფროსი;
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს გამშვები პუნქტის უფროსის მოადგილე;
ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო-საგუშაგოს უფროსი;
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო-საგუშაგოს უფროსის მოადგილე;
ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო-საგუშაგოს განყოფილების უფროსი;
ო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს განყოფილების უფროსი;
პ) ანტიმონოპოლიური სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე;
ჟ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი;
რ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მრჩეველი;
ს) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მრჩეველი.“.
4. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26. უმცროსი საჯარო თანამდებობა
უმცროსი საჯარო თანამდებობებია:
ა) საქვეუწყებო დაწესებულების მთავარი სპეციალისტი;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი სპეციალისტი;
გ) საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალისტი;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი;
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ინსპექტორი;
ზ) საქვეუწყებო დაწესებულების რეფერენტი;
თ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ადმინისტრაციის კანცელარიის თანაშემწე;
ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს მთავარი ინსპექტორი;
კ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს უფროსი ინსპექტორი;
ლ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს ინსპექტორი;
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს მთავარი სპეციალისტი;
ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს უფროსი სპეციალისტი;
ო) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს სპეციალისტი;
პ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს განყოფილების თანაშემწე;
ჟ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟოს ბუღალტერი.“.
5. 261 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 261. მთავარი საჯარო თანამდებობები
მთავარი საჯარო თანამდებობებია:
ა) პოლიციის უფროსი;
ბ) პოლიციის უფროსის მოადგილე;
გ) პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;
დ) პოლიციის აპარატის უფროსი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები