დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩის მონაკვეთისთვის ცნობილი ემიგრანტის, საზოგადო მოღვაწის პეტრე ხვედელიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016246 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №64
2017 წლის 24 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩის მონაკვეთისთვის ცნობილი ემიგრანტის, საზოგადო მოღვაწის პეტრე ხვედელიძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, ალექსანდრე წულუკიძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ცნობილი ემიგრანტის, საზოგადო მოღვაწის პეტრე ხვედელიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად ;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები