ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ელენე ვირსალაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ელენე ვირსალაძის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ელენე ვირსალაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ელენე ვირსალაძის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016237
  • Word
50
24/02/2017
ვებგვერდი, 06/03/2017
000000000.00.101.016237
ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ელენე ვირსალაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ელენე ვირსალაძის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №50

2017 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ელენე ვირსალაძის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ელენე ვირსალაძის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, ელენე ვირსალაძის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ელენე ვირსალაძის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ალიბეგაშვილი