„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 25/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016628
114
06/03/2017
ვებგვერდი, 06/03/2017
140030000.22.034.016628
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №114

2017 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №993 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013,  სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016244) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    მე-9 მუხლის პირველ პუნქტს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი:

„ე2) მონიტორინგის სამმართველო;“.

2.  მე-10 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება

 პირადი შემადგენლობის მხარდაჭერის განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, მივლინების, მოკლევადიანი შვებულების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების შესახებ დოკუმენტების მომზადებას და სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარდგენას;

ბ) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად მონაწილეობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზებაში;

გ) ამზადებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ;

დ) ამზადებს მასალებს  მოსამსახურეთა  სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების შესახებ;

ე) იღებს მოქალაქეთა განცხადებებს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომში – აკადემია) პატრულ-ინსპექტორის საბაზისო კურსების გავლის შესახებ და შემდგომი რეაგირების მიზნით წარუდგენს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს;

ვ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირების შესარჩევად სპეციალური კონკურსის ორგანიზებას;

ზ) მონაწილეობას იღებს აკადემიაში პატრულ-ინსპექტორების საბაზისო მოსამზადებელ კურსებზე ჩასარიცხ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში;

თ) უზრუნველყოს მოსამსახურეთა დაზღვევის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და სადაზღვევო კომპანიისათვის წარდგენას;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

„მუხლი 131. მონიტორინგის სამმართველო

მონიტორინგის სამმართველო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივ შემოწმებას და განიხილავს დეპარტამენტის თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის ფაქტებს;

ბ) დეპარტამენტის დირექტორს კომპეტენციის ფარგლებში წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე.“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი