დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/03/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.110.016270 |
|
,,აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული მუნციპალური სოციალური პროგრამებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.110.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა.“; ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამა.“; გ) პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა.“; დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე გარდაცვლილ ვეტერანთა ოჯახების დახმარების პროგრამა”(ვეტერანის გარდაცვალებისას) ომის მონაწილე ვეტერანის გარდაცვალებისას ვეტერანის ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის, ომის მონაწილის ბარათის და გარდაცვალების მოწმობის ასლები; დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.“; ე) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანების დახმარების პროგრამა დახმარების მისაღებად აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა ომის მონაწილე ვეტერანმა ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი საჭიროების შემთხვევაში; დ) ვეტერანის მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.“; ვ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. ასი წლის და ასზე უხნესი ასაკის უხუცესთა დახმარების პროგრამა უხუცესმა ან მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი) გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი; გ) უხუცესის ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი საჭიროების შემთხვევაში; დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.“; ზ) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ყრუ-მუნჯებისა და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა ამ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები