„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 113
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019822
113
02/03/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
300160070.10.003.019822
„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №113

2017 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 10/01/2014; 300160070.10.003.017645) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„ა.გ) ტრალის ქვედა კიდე შესაძლებელია იყოს აღჭურვილი დამატებითი კიდით ან საძირავებით (მაგალითად, ლითონის ჯაჭვით), თუმცა ასეთ შემთხვევაში, დამატებითი კიდე უნდა იყოს წარმოდგენილი ლითონის ან კომბინირებული ბაგირით, რომელიც მჭიდროდ უნდა იყოს მიბმული ტრალის ქვედა კიდესთან და მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ქვედა კიდის აღჭურვილი (ტრალის ქსოვილით დატვირთული) ნაწილის სიგრძეს; საძირავების საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 150 კგ-ს;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი