„საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 109
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 480570000.10.003.019818
109
02/03/2017
ვებგვერდი, 07/03/2017
480570000.10.003.019818
„საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2017 წლის 2 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 ივლისის №184 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/07/2013, 480570000.10.003.017351) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის,  უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის „დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მოწონებისა და სპეციალური უფლებამოსილებების განსაზღვრის თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1991 განკარგულებისა და  ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დაბალემისიებიანი განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის (ხელმოწერილი 2012 წლის 17 დეკემბერს)  საფუძველზე, შეიქმნას საქართველოს დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგიის საკოორდინაციო კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით:

გიგლა აგულაშვილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე;

ეკატერინე გრიგალავა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

გიორგი თაბუაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

თამაზ მარსაგიშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

ირმა ქავთარაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

მარიამ ვალიშვილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

ნოდარ კერესელიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

ეკა სეფაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი;

მაია გუნცაძე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

დაგლას ბოლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი;

ვერონიკა ლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი