საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 476-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/03/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.018344
476-IIს
22/03/2017
ვებგვერდი, 27/03/2017
090000000.05.001.018344
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) 31-ე−33-ე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი − პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება.

32. ამ კოდექსის XVI1 თავის მიზნებისთვის, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო:

ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო (შემდგომ − სააგენტო), რომელიც არის ამ ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ორგანო;

ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი შესაბამისი სახელმწიფო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

33. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ ელექტრონული კავშირიდან (ელექტრონული ფოსტა), კავშირგაბმულობის ქსელიდან, სატელეკომუნიკაციო ან საინფორმაციო სისტემიდან მიმდინარე, გადაცემული, მიღებული, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით.“;

ბ) 33-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34-ე ნაწილი: 

„34. ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კომპიუტერული სისტემიდან − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ კომპიუტერული სისტემიდან გადაცემული, მიღებული, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში მიმდინარე, შეკრებილი, დამუშავებული ან დაგროვებული ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ტექნიკურ ან/და პროგრამულ საშუალებათა გამოყენებით.“;

გ) 34-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 35-ე ნაწილი: 

„35. გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა − მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის რეალურ დროში მაქსიმალურად შესაძლო სიზუსტით განსაზღვრა.“;

დ) 35-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36-ე და 37-ე ნაწილები: 

„36. სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა − „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული პირის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა.

37. ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის სარგებლობაში არსებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი (ნებისმიერი მონაცემი, რომელიც იძლევა საკომუნიკაციო აღჭურვილობის ინდივიდუალური იდენტიფიცირების საშუალებას ან ხელს უწყობს მის ინდივიდუალურ იდენტიფიცირებას (მათ შორის, ტელეფონის ნომერი, ინტერნეტპროტოკოლის მისამართი (IP-მისამართი), მობილური აღჭურვილობის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMEI), მობილურის მომხმარებლის საერთაშორისო იდენტიფიკატორი (IMSI),  MAC-მისამართი და სხვა)) ან მომხმარებლის სახელი.“.

2. 1431 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია:

ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა;

ბ) ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურე აპარატურასთან მიერთებით), კომპიუტერული სისტემიდან (როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად) და ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია;

გ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა;

დ) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი;

ე) ფარული ვიდეოჩაწერა ან/და აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება;

ვ) ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს.“.

3. 1433 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო:

ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა;

ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა;

გ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია გამოიყენოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან/და არასტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.

5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.“;

ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51−56 ნაწილები:  

„51. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.

52. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

53. განჩინების გამომტანი სასამართლო პროკურორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში, ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით.

54.  თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, იგი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

55. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, იგი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

56. ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს ამ განჩინების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მიწოდება.“;

გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისთვის (გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს/დაიწყოს მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორის მოტივირებული დადგენილებით. პროკურორის დადგენილება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (დადგენილების შედგენის თარიღი  და ადგილი; მითითება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება; პროკურორის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი), ხოლო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების, აგრეთვე განსახორციელებელი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახის შესახებ და უნდა განსაზღვრავდეს მოქმედების განხორციელების პერიოდს (მისი დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შემთხვევაში დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს აგრეთვე მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემის შესახებ. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს  რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა/ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. შუამდგომლობაში პროკურორმა უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარება/დაწყება. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარება/დაწყება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი ჩატარების ვადის არაუმეტეს 48 საათამდე გაგრძელების შესახებ. ეს ვადა აითვლება  პროკურორის დადგენილებაში მითითებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან;

გ) ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი შეწყვეტის, შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის განადგურების შესახებ.“;

დ) 62 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“;

ე) 62 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 63 ნაწილი:

„63. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. პროკურორი უზრუნველყოფს დადგენილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას.“;  

ვ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.“;

ზ) მე-10 და მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინებაში მოსამართლემ უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (განჩინების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს:        

ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა;

ბ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი, რომელზედაც უნდა ჩატარდეს, ჩატარდა ან მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება;

გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განკარგულება, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა ნებადართული ან რომელი ფარული საგამოძიებო მოქმედებაა კანონიერად ცნობილი;

დ) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით) უნდა ჩატარდეს ან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება;

ე) ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი/ობიექტები;

ვ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევაში − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/ იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი შესაბამისი მონაცემი, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ადგილი;

თ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება;

ი) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა განახორციელოს ფარული საგამოძიებო მოქმედება;

კ) უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა;

ლ) ფარული საგამოძიებო მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში − იმ განჩინების რეკვიზიტები, რომლის საფუძველზედაც მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება;

მ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საჭირო სხვა მონაცემები.

11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების აუცილებლობა. მოსამართლის განჩინებაში უნდა აღინიშნოს: ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული რეკვიზიტები; პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; მოსამართლის გადაწყვეტილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის და მის შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ.“.

4. 1434 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით განხორციელება კონტროლდება კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით.“.

5. 1435 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები: ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო; ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი; ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი; მოსამართლის განჩინების ან/და პროკურორის მოტივირებული დადგენილების რეკვიზიტები.“.

6. 1436 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1436. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება

1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

2. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეწყდება, თუ:

ა) შესრულდება ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანა;

ბ) დადგინდება გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინებით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება ობიექტურად შეუძლებელია ან ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს;

გ) შეწყდება გამოძიება ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა;

დ) აღარ არსებობს ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი.

3. თუ გავიდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ამ ნაწილში მითითებული ვადის გასვლისთანავე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

4. თუ სასამართლომ უკანონოდ ცნო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედება ან ამოიწურა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ დადგენილებაში მითითებული 48-საათიანი ვადა, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების 48-საათიანი ვადის ამოწურვისთანავე წყვეტს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.

5. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კონტროლის ელექტრონული სისტემით, თუ:

ა) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 5 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;

დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; 

ე) მისთვის  ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;  

ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.

6. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.

7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით  შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.

8. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის განჩინების ეგზემპლარის მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.

9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის პროკურორის  დადგენილების  მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და დადგენილების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის  დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.

12. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით სასამართლოს განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე. 

13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.   

14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყებისა და დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი,  ხოლო ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას − აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს.

15. ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პროკურორის/მოსამართლის მოთხოვნის შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია გასცეს შუალედური ოქმი.

16. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერებიდან 3 დღეში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა ნადგურდება ამ კოდექსით დადგენილი წესით.“. 

7. 1438 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან მათი ზემდგომი პროკურორი, იმ მოსამართლის ან იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც ან რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობისას მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ან უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით დადასტურებული ოქმი გადაეცემა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.“.

მუხლი 2

1. 2017 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის ამოქმედება ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიმართ.

2. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის მე-2 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები, პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილი (გარდა „გ“ ქვეპუნქტისა), პირველი მუხლის მე-3 ნაწილი (გარდა პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა), პირველი მუხლის მე-4−მე-7 ნაწილები და მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2017 წლის 30 მარტიდან.  

3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

22 მარტი 2017 წ.

N476-IIს